ჯიპიაი ჰოლდინგმა მობილური აპლიკაცია MyGPI განაახლა. 100 000- ზე მეტ დაზღვეულს უკვე შეუძლია დაზღვევის ყველა სერვისი ონლაინ, წრაფი სერვისით მიიღოს. მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნების მიხედვით სრულად შეიცვალა აპლიკაციის დიზაინი და რამდენიმე ახალი ფუნქციონალი დაემატა.
ვიდრე სტუმართან ერთად განახლებულ აპლიკაციაზე საუბარს გავაგრძელებთ შეგახსენებთ, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგი პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე რომელმაც დაზღვევა გააციფრულა . ონლაინ სერვისების დანერგვა დაზღვევაში, კომპანიამ 2016 წლიდან დაიწყო და დღემდე ტექნოლოგიურ ცვლილებებს ფეხს უწყობს.
დღეს ჯიპიაის დაზღვეულების 85% სადაზღვევოს სერვისებს დისტანციურად სწორედ აპლიკაციის და პირადი კაბინეტის მეშვეობით მართავს.
სტუმარი: თინათინ კობერიძე - "ჯიპიაი ჰოლდინგის" სტრატეგიული განვითარების დირექტორის მოადგილე;