მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯითისი ჯგუფმა“ ახალი სასაწყობე და საგამოფენო სივრცე გახსნა (R)

617906b7b1f26
ინგა მურუსიძე
26.10.21 17:47
1101
თბილისში საქარგილე მასალების უმსხვილესი იმპორტიორის - „ჯითისი ჯგუფის“ ახალი სასაწყობე სივრცე და შოურუმი გაიხსნა. სიახლე კომპანიამ „თიბისის“ მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 25 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 9 მილიონი ლარია.

აღნიშნული სივრცის გახსნის ღონისძიებაზე კომპანიამ ავსტრიული ბრენდი „დოკას“ ახალი ულტრამსუბუქი საყალიბე სისტემა წარმოადგინა, ასევე, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა კომპანიის საიჯარო და საინჟინრო მიმართულებით არსებულ სერვისებს.

როგორც კომპანიის გავრცელებულ პრესრელიზში წერია, სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს საყალიბე ინვენტარის მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის, ავსტრიული კომპანიის - Doka-ს წარმომადგენლობა ეწვია, სწორედ მათ წარადგინეს ამიერკავკასიის რეგიონში პირველად, ულტრამსუბუქი DokaXlight-ის ყალიბი კედლის საყალიბე სისტემა, რომლის უნიკალობაც მის წონაში მდგომარეობს, რადგან მისი მართვა შესაძლებელია ერთი ადამიანის მიერ და არ საჭიროებს აწევას ამწეს დახმარებით.

„ჩვენ ვუმასპინძლეთ სამშენებლო სფეროს წამომადგენლებს ჯითისის ახალ სასაწყობე და საგამოფენო სივრცეში. აქ წარმოდგენილია ევროპული წარმოების, მოწინავე ტექნოლოგიების სამშენებლო მასალები, რომელიც გამოადგება ყველა ტიპის სამშენებლო პროექტს, დაწყებული კერძო სახლების მშენებლობიდან, დასრულებული რთული ინფრასტრუქტურული პროექტებით. ჯამში განხორციელებული ინვესტიცია აჭარბებს 25 მილიონ ლარს“, - განაცხადა ჯითისი ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ გაგუამ.

„მიხარია, რომ გვაქვს საშუალება ჩვენი წევრი კომპანია „ჯითისის“ სასიამოვნო სიახლეებს გავეცნოთ და დავათვალიეროთ ახალი სასაწყობე და საგამოფენო სივრცე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მასალების იმპორტიორმა და მწარმოებელმა კომპანიებმა შეძლონ მაქსიმალურად შემოიტანონ და პრაქტიკაში დასამკვიდრებლად შესთავაზონ უახლესი პროდუქტები სამშენებლო კომპანიებს. ჩვენ ვნახეთ ჯითისის შემოთავაზება, „დოკას“ ახალი კედლის საყალიბე სისტემა, რომელიც, ვფიქრობ, რომ აღჭურვილია მშენებლებისათვის მნიშვნელოვანი თვისებით: ყოველგვარი სპეცტექნიკის დახმარების გარეშე იყოს შესაძლებელი მისი მართვა.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ასოციაციისათვის განსაკუთრებულად სასიხარულოა, როდესაც წევრი კომპანიები ურთიერთთანამშრომლობენ და, შესაბამისად, მოხარული ვარ, რომ ახალი სივრცისა და შოურუმის გახსნის საქმეში ასევე წევრი „თიბისი“ „ჯითისი ჯგუფის“ მხარდამჭერია, ხოლო ჯითისის კლიენტთა რიგებში კიდევ არაერთი წევრი კომპანიაა“, - განაცხადა  ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა საბახტარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „ჯითისი ჯგუფის“ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გუნდი სამშენებლო ბაზარზე მომხმარებელს სთავაზობს: ყალიბის საინჟინრო და საიჯარო მომსახურებას, მონოლითის სამუშაოების ოპტიმიზაციას, პროექტის ფარგლებში დასაქმებული პერსონალის გადამზადებას, უსაფრთხოების სისტემების საიჯარო მომსახურებას. სერტიფიცირებული ინჟინრები და ყალიბის სპეციალისტები, მონოლითის შესრულების მთლიანი ციკლის დაგეგმვას, განხორცილებასა და მონიტორინგს უზრუნველყოფენ.

„ჯითისი“ წარმოადგენს „დოკას“ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში, ასევე კომპანიას გააჩნია ოფიციალური დილერის სტატუსი ისეთი მწარმოებლების როგორიცაა: Sveza, Plyterra, Alfix, Gherardi, Extraform.

„ჯითისი ჯგუფი“ ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ისეთი მსხვილი პროექტების თანამონაწილეა, როგორებიცაა: ბათუმის სტადიონი, „ალიანს ჰაილაინის“ ცათამბჯენები, პანორამა თბილისი, კომპლექსი „ალიანს ფრივილიჯი“, „თბილისი გარდენსი“, „ახალი გუდაური“, „ნამაი ვაკე“, „ბლექ სი თაუერსი“, სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“, სასტუმრო „რადისონ ბლუ გუდაური“ და სხვა.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები