მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯივიპი ნაძალადევის რაიონში, ერწოს ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
29.11.23 16:23
679

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნაძალადევის რაიონში, ერწოს ქუჩაზე წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე 4 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 4 საკვანძო ჭა მოეწყობა, ასევე 2 სახანძრო ჰიდრანტი დამონტაჟდება.

"წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება კომპანია Aqualia-ს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველწლიურად აქტიურად ჩატარდება. ამ ეტაპზე კომპანია ჯივიპი ნაძალადევის რაიონში, ერწოს ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას აახლებს, რომლის ფარგლებშიც იცვლება წყლისა და წყალარინების მოძველებული ქსელები.

მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტში 645 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება. წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია კომპანიამ 20 ოქტომბერს დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დაასრულებს, ხოლო წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციას ჯივიპი აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდგომ დაიწყებს”, - თორნიკე ჟღენტი, ჯივიპის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საოპერაციო ცენტრის მენეჯერი.

შედეგად, ნაძალადევის რაიონში, ერწოს ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები