მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯივიპი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ქსელზე II ეტაპის სამუშაოებს ატარებს

GWP
BM. GE
26.09.23 12:40
79

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს.

წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში  ჯივიპი 15.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელს სრულად აახლებს, რაშიც  კომპანია 21 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

,,წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ჯივიპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. მასშტაბური რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე  სრულად განახლდება  4,5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და 2 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელი, ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყობა. პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე,  სამუშაოებს რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად ვატარებთ. ამ ეტაპზე ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები ცაბაძის ქუჩიდან ფიფიას ქუჩამდე, პარალელურად ოთხ მონაკვეთზე ინტენსიურად მუშაობენ”, - განაცხადა ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორმა ზურაბ ალფაიძემ. 

ჯივიპიმ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის  პირველი ეტაპის სამუშაოების ფარგლებში უკვე განაახლა 6.5 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. რეაბილიტაციის შედეგად, დიდუბის რაიონში წერეთლის გამზირისა  და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები