მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯივიპი წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის  სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს

GWP
BM. GE
25.08.23 13:24
69

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, თბილისის მასშტაბით  წყალმომარაგების  სისტემის განახლების მიზნით, სარეაბილიტაციო პროექტებს აქტიურად  აგრძელებს. 

ზაფხულის განმავლობაში Მასშტაბური სამუშაოები თბილისში  რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს. წერეთლის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩის, ბურჯანაძის ქუჩის და  თბილისის ზედა ზონების დასახლებებში ახლით  იცვლება  30 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ახალ ქსელზე ევროპული სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები მონტაჟდება,  ეწყობა  სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო  ჭები.  

,,წყალმომარაგების სისტემის დეტალური აუდიტის პარალელურად, ჯივიპი აქტიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ამჟამად მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს თბილისის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე და ზედა ზონების დასახლებებში.  Საუბარია თბილისის ადმინისტრაციულ ფარგლებში შემავალ ზედა ზონების დასახლებებზე, სადაც მოძველებული და დაზიანებული ქსელების განახლებასთან ერთად,  ახალი ქსელები ეწყობა ისეთ ქუჩებზეც, სადაც წყლმომარაგების  სისტემა აქამდე არასდროს ყოფილა განვითარებული. მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტებში ჯივიპი 27 მლნ  ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს. შედეგად, თბილისში  მცხოვრებ 100 000-მდე მოსახლეს  წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება,” -  ზურაბ ალფაიძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.

ჯივიპის ახალმა მფლობელმა, საქართველოში ყველაზე მსხვილმა ინვესტორმა, ესპანურმა კომპანიამ Aqualia თითქმის დაასრულა კომპანიის დეტალური შესწავლა და ანალიზი. კვლევას უნდა დაეფუძნოს კომპანიის გრძელვადიანი გენერალური სამოქმედო გეგმა, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებასა და განვითარებაზე იქნება მიმართული.

R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები