მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯივიპიმ სემეკს 2022–2026 წლების ანგარიში და Aqualia-ს მმართველობის შედეგები წარუდგინა

gwp
21.10.26 19:18
• 283

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 2022–2026 წლებში განხორციელებული საქმიანობისა და სტრატეგიული ტრანსფორმაციის ანგარიში წარუდგინა.

2022 წლიდან კომპანიის მართვაში საერთაშორისო დარგობრივი ინვესტორის, Aqualia-ს შემოსვლამ საფუძველი ჩაუყარა ფუნდამენტურ საოპერაციო და სტრუქტურულ ცვლილებებს, კერძოდ:

  • უპრეცენდენტო ინვესტიციები:2023–2026 წლებში კაპიტალდაბანდებამ 480 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა 4 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. რეაბილიტირდა 300 კმ-ზე მეტი მაგისტრალური ქსელი, ხოლო წყალსადენისა და წყალარინების ქსელების ჯამური სიგრძე 22%-ით (1,337 კმ-ით) გაიზარდა.
  • საოპერაციო ეფექტიანობა:წყლის დანაკარგები 29.2 მლნ მ³-ით შემცირდა, ხოლო წყლის რეალიზაცია 14.9%-ით გაიზარდა. ამასთან, ყოველ რეალიზებულ კუბურ მეტრზე ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა.
  • პრევენციული მართვა:მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც ავარიების სიხშირე, ასევე ყოველდღიური გარდამავალი ინციდენების რაოდენობა.
  • შრომის უსაფრთხოება და კადრები:კადრების გადინება 10%-მდე შემცირდა, ხოლო სამუშაო ადგილზე ინციდენტების სიხშირე - 89%-ით.
  • ციფრული სერვისები:ამოქმედდა განახლებული ვებგვერდი და მომხმარებლის პირადი კაბინეტი, ხოლო 2027 წლიდან მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი გახდება მობილური აპლიკაციაც.

Aqualia-ს გრძელვადიანი სტრატეგია ინვესტიციების მაღალი ტემპის შენარჩუნებას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და მოსახლეობისთვის უწყვეტი, მაღალი ხარისხის წყალმომარაგების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები