მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

J&J პროდუქციაში კიბოს გამომწვევი ნივთიერების არსებობის გამო, კიდევ ერთხელ $70 მილიონით დაჯარიმდა

58133fcb82659
BM.GE
28.10.16 16:06
2692
ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებელი Johnson&Johnson კიდევ ერთხელ 70 მილიონი დოლარით დაჯარიმდა. კომპანიამ ეს თანხა ამერიკაში, მისურის შტატში მცხოვრებ ქალს უნდა გადაუხადოს, რომელიც ამტკიცებს, რომ სიმსივნით კომპანიის მიერ წარმოებული საბავშვო პუდრის გამოყენების გამო დაავადდა. კომპანიას ჯარიმა სასამართლომ გამოუწერა.

ეს უკვე მესამე სარჩელია კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც Johnson & Johnson-მა მის მიერ წარმოებული პუდრის გამო წააგო. წინა ორ შემთხვევაში სენტ-ლუისის სასამართლომ კომპანიას მთლიანობაში 127 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

მიუხედავად ამისა, კომპანია ირწმუნება, რომ პუდრის გამოყენება აბსოლუტურად უსაფრთხოა. მათივე თქმით, არ მტკიცდება, რომ საბავშვო პუდრის გამოყენება სიმსივნეს იწვევს.

გარდა ამ შემთხვევებისა, დაახლოებით 500 ქალს აქვს შეტანილი კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი. ძირითადი ნაწილი სენტ ლუისშია, თუმცა, არის საჩივრები ნიუ-იორკიდანაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები