აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გუშინ, 31 მაისს დელავერში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც გარდაცვლილი სამხედროები გაიხსენეს, განაცხადა, რომ კიბოს მკურნალობას დაიწყო. ეს მისი პირველი საჯარო კომენტარია მკურნალობის პროცესზე.
ბაიდენის თქმით, მისი მკურნალობა დღეში ერთი აბის მიღებას გულისხმობს.
"ყველაფერი ერთი აბის მიღებამდე დადის. ერთი კონკრეტული აბის ექვსი კვირის განმავლობაში, ხოლო შემდეგ – მეორე... სხვა ორგანოები ჩათრეული არ არის. ჩემი ძვლები ძლიერია", – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მას ცნობილი ქირურგი მკურნალობს, რომელმაც თავად დაამარცხა კიბო. ბაიდენის განცხადებით, პროგნოზი დადებითია.
შეგახსენებთ, რომ 18 მაისს ბაიდენის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 82 წლის პოლიტიკოსს პროსტატის ჯირკვლის კიბოს აგრესიული ფორმა აქვს, რომელიც ძვლებსაც შეეხო.
ჯო ბაიდენი პრეზიდენტის პოსტს 2021-2025 წლებში იკავებდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება მას 2024 წლის ბოლოს უკვე გაუარესებული საჯარო გამოსვლების ფონზე შეამჩნიეს მედიის წარმომადგენლებმა.

























