მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯობს "თბილისობის" დღესასწაულს მოერგოს არჩევნები, ვიდრე პირიქით"

5b1e9fea1eba6
თამუნა დემეტრაშვილი
11.06.18 20:12
693
თბილისის მერიის ტურიზმის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ "თბილისობის“ დღესასწაულის დაუგეგმაობა და თარიღის მუდმივი ცვალებადობა ქალაქს ბევრ ფულს აკარგვინებს. როგორც ეკა ბურდილაძემ გადაცემა "საქმის კურსში“ განაცხადა, მუდმივად არის მოთხოვნა ,,თბილისობის“ დროული დაანონსების, რათა ტურისტული სფეროთი დაკავებულმა კომპანიებმა დაგეგმონ აქტივობები, თუმცა საარჩევნო პროცესების გამო ეს ვერ ხერხდება.

"ალბათ მალე დაზუსტდება თარიღი, შემოდგომით ხშირად არჩევნებია, ამიტომ ვერ ხერხდება დროული დაგეგმვა. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ჯობს ,,თბილისობას“ მოერგოს არჩევნები, ვიდრე პირიქით, რადგან ბევრ ფულს დაკარგავს ქალაქი“-აღნიშნა ბურდილაძემ.

მისი თქმით, მერიის ახლადშექმნილი ტურიზმის განვითარების განყოფილება ქალაქში ტურიზმის კუთხით არსებული პრობლემების იდენტიფიკაციას და მათი მოგვარების კოორდინაციას ახდენს.

"ქალაქში საველე სამუშაოებს ვეწევით, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ საუკეთესოები ვართ, ვერსად დავმალავთ არსებულ გამოწვევებს და პრობლემებს.

პირველი, რაც თვალშისაცემია ინფრასტრუქტურული პრობლემები და იერსახის მოწესრიგებაა. ვიღებთ ფოტოსურათებს, ვაარქივებთ და უზრუველვყოფთ, რომ ინფორმაცია შესაბამისმა სამსახურებმა მიიღონ მათ გადასაჭრელად.“-აღნიშნა ბურდილაძემ.

მისი თქმით, სამსახური უცხოური არსებისთვის თბილისის შესახებ საიმიჯო რგოლების დამზადებას, ასევე შესაბამისი პროფილის ბეჭდურ მედიაში მასალების განთავსებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები