მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

John Lewis-ი მაღაზიების დახურვას განაგრძობს

604a2ebf0338d
ნათია თაქთაქიშვილი
11.03.21 20:20
809
ბრიტანული საცალო გაყიდვების გიგანტი John Lewis-ი მაღაზიების დახურვას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, John Lewis-მა ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით კომპანიის ზარალმა გასულ წელს, 517 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წელი კომპანიამ 146 მილიონი გირვანქა სტერლინგის მოგებით დახურა.

John Lewis-ი აცხადებს, რომ კომპანიას არ აქვს მოლოდინი, რომ მათი მაღაზიები სრულად გაიხსნება მაშინვე, როგორც კი კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვები შემსუბუქდება.

ცოტა ხნით წინ, ტანისამოსის გაყიდვების საცალო ქსელი აცხადებდა, რომ ხარჯების შემცირების მიზნით რვა მაღაზიის დახურვას აპირებდა, თუმცა, როგორც ირკვევა კომპანია მარტის ბოლომდე 42 -მდე მაღაზიის დახურვას განიხილავს.

John Lewis-ის განცხადებით, მაღაზიების დახურვის პარალელურად, ონლაინ გაყიდვების პლატფორმის გაფართოვებაზე იფიქრებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები