მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Johnson & Johnson კომპანია Abiomed-ს $16.6 მილიარდად ყიდულობს

6362473c72b97
გიორგი თოლორდავა
02.11.22 17:29
627
მსოფლიოს უმსხვილესი სამედიცინო კონგლომერატი Johnson & Johnson-ი კომპანია Abiomed-ს 16.6 მილიარდ დოლარად ყიდულობს.

1981 წელს დაფუძნებული Abiomed-ი ერთ-ერთი წამყვანი ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც გულის ტუმბოებსა და იმპლანტებს აწარმოებს. მისი წლიური საშუალო შემოსავალი 1 მილიარდ დოლარს შეადგენს, წმინდა მოგება კი $135 მილიონის ფარგლებშია.

J&J-ის წარმომადგენლობის განმარტებით, Abiomed-ის შეძენით ჰოლდინგი ბიოტექნოლოგიური წარმოების გაზრდას და ბაზარზე პოზიციის გამყარებას შეძლებს. ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, მხოლოდ აშშ-ში გულის დაავადებით ყოველწლიურად 700,000 ადამიანი იღუპება, შესაბამისად, გულის იმპლანტების წარმოება J&J-ისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

Abiomed-ის ინვესტორები კომპანიის თითოეული აქციის სანაცვლოდ 380 დოლარს მიიღებენ, რაც საბაზრო ფასთან შედარებით თითქმის 50%-ით მეტია.

ცნობისთვის, J&J მსოფლიოს რიგით მეათე უმსხვილესი კომპანიაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 453 მილიარდ დოლარს შეადგენს. გლობალურ სამედიცინო ბაზარზე კი ის ერთ-ერთი ლიდერია.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები