ამერიკულმა ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა Johnson & Johnson-ის ხელმძღვანელობამ სამედიცინო ხელსაწყოების მწარმოებელი კომპანია Shockwave Medical-ი $13.1 მილიარდად შეიძინა. Reuters-ის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.
ეს არის J&J-ის მეორე მილიარდიანი გარიგება გულ-სისხლძარღვთა სივრცეში ორი წლის განმავლობაში, 2022 წელს Abiomed-ის 16,6 მილიარდ დოლარად შეძენის შემდეგ.
Shockwave Medical-ის შესყიდვით J&J-ს კარდიოვასკულარული მოწყობილობების ბაზარზე პოზიციის განმტკიცება და ახალი მიმართულებების ათვისება სურს, რაც კომპანიას განვითარების საშუალება მისცემს.
გავრცელებული ინფორმაციით, 400 000 პაციენტი მკურნალობს გლობალურად Shockwave-ის კათეტერზე დაფუძნებული მკურნალობით. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, კორონარული არტერიის დაავადება გულის დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც აშშ-ში 20 წელზე უფროსი ასაკის დაახლოებით 20,5 მილიონ ადამიანს აწუხებს. ყოველწლიურად დაახლოებით 366000 ამერიკელი იღუპება კორონარული არტერიის დაავადებით.