მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Johnson&Johnson მილიარდი დოლარით დაჯარიმდა

58417e099615a
BM.GE
02.12.16 17:57
1079
კომპანია Johnson & Johnson-სა და მისი განყოფილება DePuy Orthopaedics-ს დალასის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მენჯ-ბარძაყის უხარისხო ენდოპროთეზების გამო, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

Reuters-ის ინფორმაციით ნაფიცმა მსაჯულებმა პროთეზში Pinnacle დეფექტი აღმოაჩინეს, რის შესახებაც მომხმარებელი ინფორმირებული არ იყო.

როგორც ცნობილი ხდება, Johnson & Johnson-ის წინააღმდეგ აღნიშნული პროთეზების გამო, 8 000 საჩივარი იყო შეტანილი.

თავის მხრივ, კომპანიაში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები