მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯომარდობა და ქემფინგი - "ავტოსტოპერების" მრავალფუნქციური ჰოსტელი ამბროლაურში ერთ თვეში გაიხსნება

5911843e25852
სალომე მეცხვარიშვილი
10.05.17 18:00
2158
ორგანიზაცია "ავტოსტოპერები" ამბროლაურში ჰოსტელს დაახლოებით ერთ თვეში გახსნიან. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ დავითულიანი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ მშენებლობა და მოწყობის სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

სასტუმროში "გარემო" 15 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. როგორც თამარ დავითულიანი ამბობს, ჰოსტელი მრავალფუნციური იქნება. დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ქემფინგ ზონით, რომელიც უკვე მოწყობილია. უახლოეს მომავალში კი "ავტოსტოპერები" ვიზიტორებს ჯომარდობის ტურებსაც შესთავაზებენ. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხვანჭკარის ჯიშის ვაზია გაშენებელი, ამიტომ სამომავლოდ, მარნის მოწყობაც იგეგმება.

"გარემო" ამბროლაურის აეროდრომთან ახლოს მდებარეობს. როგორც თამარ დავითულიანი ამბობს, მის მოსაწყობად სულ 30 ათასი ლარი დაიხარჯა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები