მუსიკოსის ჯონ ლენონის შვილმა, ჯულიან ლენონმა, ონლაინ-აუქციონზე მამისა და ასევე მისი კოლეგის, პოლ მაკკარტნის პირადი ნივთები, აუდიო-ვიზუალური NFT -ის ფორმატში გამოიტანა. თითოეული NFT -ლოტი ასევე აუდიო ჩანაწერებს მოიცავს, რომელიც შვილს, ჯულიანს ეკუთვნის და ამ გზით ერთი მხრივ, მამის შესახებ საინტერესო მოგონებებს გვიზიარებს, ხოლო მეორე მხრივ, ბიტლზების შესახებ ისტორიის ყველაზე ლოგიკურ გაგრძელევას უწყობს ხელს. რა მიზანს ემსახურება ინიციატივა, როდის გაიმართება აუქციონი და რას მოხმარდება შემოსული ფული.