ჰოლივუდის მსახიობმა ჯონი დეპმა საკუთარი ნამუშევრების გაყიდვით რამდენიმე საათში 3 მლნ ფუნტი გამოიმუშავა. დეპმა 780 ნამუშევარი გაყიდა ლონდონში, ერთ-ერთ გალერიაში, სადაც მისი ხელოვნების ნიმუშები იყო გამოფენილი.
დეპმა „ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ მისი ნამუშევრები იყიდებოდა, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა. ამიტომაც ყველა მათგანი რამდენიმე საათში უკვე გაყიდული იყო.
“ჩემი გრძნობების გამოსახატავად ხელოვნებას ყოველთვის ვიყენებ. ჩემი ნახატები ჩემს ცხოვრებას ასახავს“, - განაცხადა ჯონი დეპმა.


























