ელექტროგიტარა, რომელსაც ლეგენდარული The Beatles-ის გიტარისტი, ჯორჯ ჰარისონი, ბენდის არსებობის პირველ წლებში იყენებდა, მომდევნო თვეში აუქციონზე გამოვა - Futurama-ს ფირმის ელექტროგიტარა, შესაძლოა, $800 000-ზე მეტად შეფასდეს.
ლივერპულში ნაყიდი გიტარით ჯორჯ ჰარისონი სოლოს ადრეულ 1960-იან წლებში ასრულებდა, როდესაც ბენდს გერმანიაში გასვლითი ტური ჰქონდა. აუქციონერები აცხადებენ, რომ სწორედ ეს გიტარა იყო Beatles-ის გიტარისტის ყველაზე გამოყენებადი ნივთი. მეტიც, Futurama-ს გიტარას ისინი "წმინდა გრაალს" უწოდებენ და ვარაუდობენ, რომ აუქციონზე ის $600 000-დან $800 000-მდე შეფასდება.
ცნობისთვის, 1964 წელს ჯორჯ ჰარისონმა გიტარა როკ-ჟურნალს უსახსოვრა, რომელმაც იგი კონკურსის პრიზად დააწესა. თუმცა გამარჯვებულმა გიტარას ფულადი პრიზი ამჯობინა, რის გამოც გიტარა "ბიტლებს" დაუბრუნდათ.
მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჯორჯ ჰარისონის გიტარა ლივერპულში, The Beatles Story-ში იქნება წარმოდგენილი, შემდეგ კი ევროპის მასშტაბით სხვადასხვა მუზეუმში გადაინაცვლებს. აუქციონი 20-22 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.