მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯორჯ კლუნის ფონდი რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად ცნეს

კლუნი

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ჰოლივუდის მსახიობის ჯორჯ კლუნის ფონდის საქმიანობა ქვეყანაში არასასურველად გამოაცხადა.

რუსეთში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფონდი „ახორციელებს სამუშაოებს რუსეთის დისკრედიტაციისთვის“.

„უცხოური არასამთავრობო ორგანიზაცია Clooney Foundation for Justice ანუ კლუნის ფონდი ჩვენს ქვეყანაში არასასურველად იქნეს მიჩნეული"- განაცხადა პროკურატურამ. უწყება თვლის, რომ ფონდი „მხარს უჭერს ქვეყნიდან გაქცეულ ცრუ პატრიოტებს, აკრძალული ექსტრემისტული ასოციაციებისა და ტერორისტული ორგანიზაციების წევრებს“.

კლუნის ფონდი ჰოლივუდის მსახიობმა ჯორჯ კლუნმა და მისმა მეუღლემ დააარსეს, რომელიც ადვოკატად მუშაობს. ფონდი 40 ქვეყანაში ფუნქციონირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები