მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯორჯ სოროსი: ევროპის საბანკო სისტემას სერიოზული გამოწევები ელოდება

5775029d76b0e
BM.GE
30.06.16 15:27
1439
ამერიკელი ინვესტორის ჯორჯ სოროსის განცხადებით, ბრიტანეთის 23 ივნისის რეფერენდუმი, მსოფლიოს ფინანსური ბაზრების კრიზისს დააჩქარებს. სოროსმა არსებული მდგომარეობა 2007-2008 წლების პერიოდს შეადარა.
 
მისი თქმით, ევროპის საბანკო სისტემას სერიოზული გამოწევები ელოდება.

სოროსმა აღნიშნა, რომ აქამდე კრიზისი ნელ-ნელა იხსნებოდა, მაგრამ Brexit მის დაჩქარებას გამოიწვევს.

სოროსი ამბობს, რომ ევროპის საბანკო სისტემა შეზღუდული მონეტარული პოლიტიკის გამო, კრიზისიდან ჯერ კიდევ არ იყო გამოსული და ახლა მას კიდევ უფრო სერიოზული გამოცდა ელოდება.

"სამწუხაროდ, ყველაფერ ამას, ევროკავშირის შიგნით არსებული პოლიტიკური და იდეოლოგიური დაპირისპირებები ემატება", - ამბობს სოროსი.

ფინანსისტს მიაჩნია, რომ ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებით, „თეორიული გახდა რეალური“.

"ფუნტი გაუფასურდა, შოტლანდია გამოყოფით იმუქრება და ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფის კამპანიას უჭერდნენ მხარს, ხვდება, რომ ქვეყანას და პირადად მას უფერული მომავალი ელოდება“ - აცხადებს სოროსი.

სოროსმა აღნიშნა, რომ საშუალო და მოკლევადიან პერსპექტივაში ბრიტანეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები