"ის მოსალოდნელი შემოსავალი, რომელსაც ჩვენ წლევანდელი სეზონისგან ველოდით ვერ მივიღეთ. შეფასება ჯერ კიდევ მიდის, და საერთო ჯამში ზარალი შესაძლოა 25 მლნ დოლარზე მეტიც იყოს," - ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის'' გენერალურმა დირექტორმა რუსეთის მიერ დაწესებული ავისანქციების გავლენით მიყენებულ ზარალზე საუბრისას განაცხადა.
„რუსეთის მხრიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვის შემდგომ რუსეთის ხუთ ქალაქში "ჯორჯიან ეარვეისის" ავიამიმოსვლა შეწყდა.
ვიაკომპანია ბილეთებს სეზონის დაწყებამდე ყიდის და ბილეთები უკვე გაყიდული გვქონდა. ხალხი გაყიდული ბილეთების დასაბრუნებლად მოვიდა.
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით იმ მგზავრებისთვის, ვისაც ბილეთის დაბრუნება სურდა, მათთვის უნდა დაგვებრუნებინა.
ის მოსალოდნელი შემოსავალი, რომელსაც ჩვენ წლევანდელი სეზონისგან ველოდით ვერ მივიღეთ და საერთო ჯამში, შეფასება ჯერ კიდევ მიდის, ზარალი შესაძლოა მეტიც იყოს“ - განმარტა ბოკერიამ.
ცნობისთვის: რუსეთის მიერ დაწესებული ავისანქციების გავლენით „ჯორჯიან ეარვეისმა“ დაახლოებით, 25 მლნ დოლარის ზარალი მიიღო. ავიაკომპანიას მოუწია უკვე რეალიზებული ავიაბილეთების 80%-ის უკან დაბრუნება.

























