მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯორჯიან ეარვეისმა" ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ავტორიზაცია გაიარა

5757f06980146
BM.GE
08.06.16 14:14
1337
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO), ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ქართულ ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისზე“ საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვა გასცა.
 
"ჯორჯიან ეარვეის“ უფლება ენიჭება ერთი ცენტრალიზებული ნებართვით იფრინოს EASA-სწევრ 32 სახელმწიფოში (ევროკავშირის 28 და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) 4 ქვეყანაში: ისლანდია, შვეიცარია,ლიხტენშტეინი, ნორვეგია).

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 2016 წლიდან EASA-ს ავტორიზებული ნებართვა სავალდებულო ხდება ნებისმიერი მესამე ქვეყნის ოპერატორისთვის, რომელსაც სურვილი აქვს იფრინოს ევოკავშირის ტერიტორიაზე.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ნებართვა ადასტურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სრულ შესაბამისობას საავიაციო უსაფრთხოების ICAO-ს სტანდარტებთან, ამასთანავე მოწმობს ქვეყნის მიერ ფრენების უსაფრთხობის ნორმების დაცვის და ზედამხედველობის მაღალ ხარისხზე (სხვა ელემენტებთან ერთად ავტორიზაციის პროცესში ყურადღება ექცევა ICAO-ს აუდიტის დროს გამოვლენილ შედეგებს). ნებართვა ძალაშია, სანამ ოპერატორი აკმაყოფილებს არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორაზიციასთან დაკავშირებულ ევროპული რეგულაციის სტანდარტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები