ჭიათურაში მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობის პროექტი "ჯორჯიან მანგანეზის’’ სპეცილური მმართველის მიერ რამდენიმე კვირის წინ წარდგენილი 14 პუნქტიანი გეგმის ნაწილია. როგორც კომპანიის სპეციალური მმართველი "საქმის კურსთან’’ აცხადებს, ისინი უკვე შეხვდნენ ერთ-ერთი გერმანული კომპანიის წარმომადგენლებს, რომლისგანაც "ჯორჯიან მანგანეზი’’ ახალი საწარმოს ასამუშავებლად საჭირო ტექნიკას შეისყიდის. ნიკოლოს ჩიქოვანის თქმით, ახალი ქარხანა სრულად გადაჭრის მდინარეში ნარჩენების ჩადინების პრობლემას. პროექტი, რომელზეც დაახლოებით 20-22 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, მიმდინარე წლიდან დაიწყება. მისი ექსპლუატაციაში გაშვება კი 2018 წლის ბოლომდე იგეგმება.
"პროექტირება დაწყებულია. მშენებლობლობას ზამთრამდე დავიწყებთ. საწარმოს წარმადობა 450 ტონა იქნება, რაც ორჯერ აღემატება დღეს არსებულ საწარმოს სიმძლავრეებს", - აცხადებს ნიკოლოზ ჩიქოვანი.

























