მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების პროდუქციის დაბრუნებას ითხოვს

584eae65ba18f
BM.GE
12.12.16 18:00
1222
კომპანია ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში მოპარული რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების პროდუქციის დაბრუნებას ითხოვს. როგორც ცნობილი გახდა მანგანუმის უკანონო მოპოვების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე პირი უკვე დააკავა. ამ ეტაპზე კი კომპანია დაზარალებულად ცნობას ელოდება.

"სამწუხაროდ ჭიათურაში მუდმივი პრობლემა იყო და არის დატაცება-ქურდობა. ეს იყო ერთ-ერთი მსხვილი შემთხვევა. ჩვენ ვმუშაობთ, რათა მოხდეს ჩვენი აღიარება დაზარალებულად და დაგვიბრუნდეს საქონელი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში შვეიტანთ სარჩელს. საუბარია რამოდენიმე მილიონის ღირებულების საქონელზე", - აცხადებს ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე მელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები