მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯორჯიან მანგანეზი" მაღაროელების კვებაზე პასუხისმგებელ კომპანიას სასამართლოში უჩივის

599aa8636ce0a
BM.GE
21.08.17 13:26
1046
ჭიათურელი და ზესტაფონელი მაღაროელების კვებაზე პასუხისმგებელ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტეს და სასამართლოში უჩივიან.

გადაწყვეტილება "ჯორჯიან მანგანეზის" დროებითმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა მიიღო. კომპანიის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლები, მათ შორის მუშები და მაღაროელები უვარგისი საკვები პროდუქტების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ამასთან, მათი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც უვარგისი საკვების მიღების შემდეგ მათ ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებოდათ.

"იყო შემთხვევაც, როდესაც თანამშრომლებმა უხარისხო საკვების მიღება გააპროტესტეს, მათ დადეს ინსტრუმენტები და მუშაობას თავი დაანებეს, საკმაოდ ლეგიტიმური იყო მათი ქმედება იმ დღეს… უხერხულიც არის იმის მოყოლა, რა ხდებოდა ცომში, ხორცში, მაცივრებში და ა.შ. ამ ყველაფრის გამო გავწყვიტეთ კონტრაქტი და შემოვიყვანეთ ახალი კომპანია. უკვე მოდის ჩვენამდე ინფორმაცია, რომ ახალი კომპანიით თანამშრომლები კმაყოფილები არიან",- აცხადებს ნიკოლოზ ჩიქოვანი.

"ა.ნ. ფუდ სერვისი“ სამი წლის განმავლობაში ემსახურებოდა, როგორც ზესტაფონის ფერადშენადნობთა ქარხნის, ისე ჭიათურის სამთო-გამამდრიდრებელი კომბინატის თანამშრომლებს. კომპანია დაახლოებით 5500 ადამიანის კვებაზეა პასუხისმგებელი. სასამართლოში ხელშეკრულების პირობების დარღვევასთან დაკავშირებით უკვე შეტანილია სარჩელი. "ჯორჯიან მანგანეზის" სარჩელის საფუძველზე „ა.ნ. ფუდ სერვისის” ქონების ნაწილს უკვე ყადაღა დაადეს.

"საქმის კურსი" კომპანია "ფუდ სერვისთან" დაკავშირებასაც ცდილობს, თუმცა, ამ დრომდე ჩვენს ზარებს კომპანიაში არ პასუხობენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები