მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დდ

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებზე სამუშაო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული სამუშაო პროცესი ხელოვნურად არის შეჩერებული.

"13 მარტს, შუქრუთში, რადიკალურმა ჯგუფმა თვითნებურად, კანონდარღვევით შეაფერხა სამუშაო პროცესი. გადაკეტილია კოროხნალის მაღაროს შესასვლელი. შუქრუთის მაღაროზე გათიშულია ცენტრალური განიავების სისტემა, რამაც საფრთხე შეუქმნა დასაქმებულთა ჯანმრთელობას.

აღნიშნული ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც ისჯება კანონით.

რადიკალურად განწყობილ ჯგუფს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებს, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს. თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა. პროცესში ჩართული ადგილობრივები კი ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და წარმოაჩინონ, რომ კომპანიისგან კომპენსაციები არ მიუღიათ.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია ასაჯაროებს გაცემული თანხების ოდენობას. 2020-წლიდან სოფელ შუქრუთსა და პერევისაში ჯამში დაახლოებით 11 მილიონი ლარი გაიცა. კომპენსაციებით დაკმაყოფილების პროცესი დროებით გლობალურმა კრიზისმა შეაფერხა. მიმდინარე თვიდან კი თანხების გაცემა კატეგორიების მიხედვით განახლდა. ჯორჯიან მანგანეზი მოუწოდებს პროვესის მონაწილეებს არ შეაფეხონ, როგორც კომპანიის ოპერირება, ასევე კომპენსაციების გაცემის პროცესი", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ შუქრუთის მაღაროსთან დღეს კარავი გაშალა და საპროტესტო აქცია დაიწყო. მათი განცხადებით, მაღაროში მიმდინარე მიწისქვეშა სამუშაოების გამო უსახლკაროდ რჩებიან და „ჯორჯიან მანგანეზისგან“ კომპენსაციას ითხოვენ.