ივნისში პირდაპირი მომხმარებლების მიერ გახარჯული ელექტროენერგია წლიური 6.4%-ით გაიზარდა, მას შემდეგ რაც ჯორჯიან მანგანეზმა (GM) მომპოვებლობითი სამუშაოები განაახლა. Galt&Tagart-ის ინფორმაციით, GM-ის საქმიანობის აღდგენის სრული ეფექტი ივნისის თვეში აღინიშნა, ვინაიდან კომპანიამ სამუშაოები 20 მაისს განაახლა. ჯორჯიან მანგანეზის მოხმარება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.3%-ით არის გაზრდილი. შიდა მოხმარება ივნისში წლიური 7.3%-ით არის გაზრდილი. ზრდა დიდწილად განაწილების ლიცენზიანტების მიერ გაზრილი მოხმარების ხარჯზე მოხდა, რომელიც კონცენტრირებული იყო თბილისსა და მის შემოგარენზე (+13.4% წ/წ).
გაზრდილია ენერგო-პროს აბონენტების მოხმარებაც (+3.4% წ/წ). ივნისში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.6%-ით არის გაზრდილი, დიდწილად თურქეთის ხარჯზე. თურქეთში ივნისსში ექსპორტირებული ელექტროენერგიის 50.2% გავიდა (+23.1% წ/წ), დანარჩენი რუსეთსა (29.2%, -5.6% წ/წ) და სომხეთზე (20.6%, +32.4% წ/წ) გადანაწილდა. წლიური 14.8%-ით არის გაზრდილი აფხაზეთის მოხმარება, მას შემდეგ რაც ბოლო სამი თვის განმავლობაში ზრდა მნიშვნელოვნად იყო შენელებული.

























