მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი "საერთაშორისო გამჭვირვალობას" პასუხობს

595b82813f04f
BM.GE
04.07.17 15:54
1283
კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც კომპანიაში მმართველის დანიშვნსთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია. ნიკოლოზ ჩიქოვანი ამბობს, რომ არასამთავრობოს განცხადება საფუძველს მოკლებულია.

"სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ამის საფუძველზე დავინიშნე მმართველად. კომპანიას გასაჩივრების საშუალება აქვს და ეს აქციონერების და კომპანიის საქმეა. ეს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო და ყველაზე მთავარი ესაა“, - ამბობს ნიკოლოზ ჩიქოვანი. მისივე თქმით, ეკოლოგიური პრობლემები კომპანიაში გადაჭრილი არაა, ეს პრობლემები წლებია მოდის და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სახელმწიფომ „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართვლის დანიშვნა.

ამასთან, როგორც ნიკოლოზ ჩიქოვანი ამბობს, ჭიათურაში ახალი ქარხნის მშენებლობაში 20-22 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. შესაბამისი ხელშეკრულება გერმანულ კომპანიასთან გაფორმდება.

"სასამართლოს განჩინება შპს „ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალური მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები