მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომელთა პროტესტი - რას გეგმავს კომპანია?

BM.GE
22.06.23 13:42
102
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულმა 4-მა მაღაროელმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ უვადო შიმშილობა დაიწყო, ამბობენ, რომ შიმშილობა იქამდე გაგრძელდება ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 

"ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ სამთო მოპოვება ჭიათურაში სოციალურ პროექტს წარმოადგენს და არარენტაბელური ბიზნესია, რაც მადნის მოპოვების მაღალ ხარჯებს უკავშირდება.

ფეროშენადნობები საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საექსპორტო საქონელია. 2017 წლიდან მოყოლებული მისი წლიური ექსპორტი 240 მილიონ დოლარზე მეტი იყო. უფრო დეტალურად, სექტორის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა:
2017 წელი - 306 მილიონი დოლარი;
2018 წელი - 353 მილიონი დოლარი;
2019 წელი - 303 მილიონი დოლარი;
2020 წელი - 247 მილიონი დოლარი;
2021 წელი - 477 მილიონი დოლარი;
2022 წელი - 460 მილიონი დოლარი;
2023 წელი (5 თვე) - 86 მილიონი დოლარი.

გაფიცულები მიიჩნევენ, რომ კომპანიის მმართველმა რგოლმა, პირველ რიგში უნდა შეამციროს ხარჯები და შემდეგ მოითხოვოს დასაქმებულებისგან ახალ სამუშაო პირობებზე დათანხმება. 

სტუმარი: ლაშა თუთბერიძე - "ჯორჯიან მანგანეზის” გენერალური დირექტორი




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები