მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯორჯიან მანგანეზმა ისტორიაში პირველად, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაიტანა

584ec121a5e57
BM.GE
12.12.16 19:23
3121
ჯორჯიან მანგანეზმა ისტორიაში პირველად, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაიტანა. როგორც კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას აცხადებს, მას შემდეგ რაც კომპანიამ მოპოვების სამუშაოები განაახლა, აქტიურად დაიწყო მუშაობა ახალი ბაზრების ათვისებაზე. ალექსანდრე მელაძის განცხადებით, მომავალ წელს კომპანია სხვადასხვა ბაზრებზე გაფართოვებასაც განიხილავს.

"საკმაოდ რთული წელი იყო, ვინაიდან ბაზარზე ნეგატიური ტენდენცია იყო მეტალურგიაში. შარშან წლის ბოლოს მეტალურგიული ქარხნების დახურვა დაიწყო, მათ შორის საზრვარგარეთაც. ჩვენ მცირე პერიოდით ჭიათურაში მოპოვება შევაჩერეთ, ამან დიდი პანიკა გამოიწვია, არცერთ თანამშრომელს სამსახური არ დაუკარგავს“, - განმარტავს მელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები