მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯორჯიან მანგანეზს" პროდუქციის მიწოდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის სურს

5ba4d71b26f2b
სალომე მეცხვარიშვილი
21.09.18 16:11
952
„ჯორჯიან მანგანეზს“ პროდუქციის მიწოდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის სურს,- ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს მათი ძირითადი ბაზრებია აშშ, რუსეთი და ნაწილობრივ ევროპაც.

„ვცდილოობთ, გავაფართოვოთ ჩვენი ბაზრები, მით უმეტეს რომ გვაქვს ზრდის პოტენციალი.

აღმოსავლეთ ევროპა, სადაც ლოგისტიკური თვალსაზრისით გაგვიადვილდებოდა პროდუქციის მიწოდება, ასევე უნდა განვიხილოთ რუსეთში მოცულობების ზრდა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ისე, რომ არ დავკარგოთ ამერიკული ბაზრები, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია“,- აცხადებს ლომინაძე.

მერაბ ლომინაძე ძირითად პრობლემებს შორის ასახელებს კვალიფიციურ მუშახელსა და ეკოლოგიურ სტანდარტებს, რომელთა დანერგვაზეც კომპანია მუშაობს. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას, ის ამბობს, რომ ეს საკითხი მკაცრად დარეგულირებული უნდა იყოს.

„ნებისმიერი რეგულაცია შეიძლება ბიზნესისთვის იყოს არასასურველი, თუმცა, ამ შემთხვევაში ცალსახად ვეთანხმებით, რომ ეს საკითხი უნდა იყოს მკაცრად დარეგულირებული, რადგან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს“,- აცხადებს მერაბ ლომინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები