ცხოველების ავეჯის მწარმოებელი კომპანია "ჯორჯიან პროდაქტსი“ საქხელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარია. როგორც კომპანიის დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე აცხადებს, რომ პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ კომპანიას 1394%-იანი ზრდა აქვს.
"კომპანია 25-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებს, რომლის 100% ქართული წარმოების აღმნიშვნელი წარწერით Made in Georgia ევროკავშირის ბაზარზე იყიდება. მახსოვს ჩვენი კონტრაქტის ნომერი 12 იყო, ერთ-ერთი პირველები ვიყავით და დიდი მადლობა მინდა ამ ჯგუფს გადავუხადო, რომელიც ძალიან კარგი და მობილურია. რაც მთავარია, მათთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა სხვადასხვა მიმართულებებით. ძალიან კარგი პროგრამაა და იმედი მაქვს, რომ იგი აუცილებლად გაგრძელდება. აღნიშნული პირველი შედეგები კი მისალოცია. ჩვენ რაც შეგვეხება, წელი რომ დავამთავრეთ, ჩვენი პარტნიორები იყვნენ ჩამოსული და კარგი სიახლეები მოგვაწოდეს. მაგალითად, ჩვენი პროდუქტების წყალობით შვეიცარიის ბაზარზე 75%-იანი ზრდა ჰქონდათ, გერმანიის ბაზარზე 42%-იანი ზრდა და იტალიის ბაზარზე 25%-იანი ზრდა. 2015 წელს სტარტაპი ვიყავით და ჩვენ თვითონ გვაქვს 1394%-იანი ზრდა. რა თქმა უნდა, ის ფისკალური შედეგი არსებობს, ჩვენ ფაქტიურად 22 მილიონიანი ბრუნვა გვქონდა და როგორც საშემოსავლოთი, 380 დასაქმებული ადამიანით და ასევე ახლა მოგების გადასახადით ფაქტიურად გადავაჭარბეთ იმას, რაც მივიღეთ. ჩვენი კომპანიის შექმნის იდეა ასოცირების ხელშეკრულება იყო ევროპასთან და ეს ლაივმოტივი რაღაცნაირად გაგრძელდა. ჩვენ პირველი კომპანია ვართ, რომელსაც საქართველოდან ევროკავშირის საბაჟო სისტემაში თავისი ნომერი აქვს და E1 სერთიფიკატის აღება არ გვჭირდება. ჩვენი დეკლარაცია ჩვენს ოფისში გაკეთებული მიღებულია, როგორც ქართული საბაჟოდან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან",- აცხადებს დავით ბარდაველიძე.

























