ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, საზღვაო გადაზიდვები - ეს ის ახალი სფეროებია, სადაც ბიზნესმენმა დავით ბარდაველიძემ, რომელსაც BMG-ის მკითხველი და მაყურებელი კარგად იცნობს, როგორც შინაური ცხოველების ავეჯის მწარმოებელი კომპანია „ჯეორჯიან პროდაქტსის“ დამფუძნებელს, ძალები მოსინჯა. მეტიც უკვე აქტიურად ჩაერთო. ახალ პარტნიორებსა და დაგეგმილ ინვესტიციებზე მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა, სადაც „ჯეორჯიან პროდაქტსის“ საქმიანობის 10 წელიც შეაჯამა.