მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

GWP
19.08.26 18:00
467

ხვალ, 20 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, ქერჩის ქუჩა N2-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 20 აგვისტოს ღამის 23:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 20 აგვისტოს, ღამის 23:00 საათიდან 21 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში: ილორის, ჭელიძის, ზარზმის, იპოლიტოვ ივანოვისა და ევგენი ხარაძის ქუჩებს; სარაჯიშვილის გამზირის N1, 1გ, 3, 5, 7, 9, 11, 13, 17, 19, 21,23, ქერჩის ქუჩის N1ა, N2.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები