მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

J.P. Morgan Chase: შოტლანდია შესაძლოა 2019 წელს დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს და საკუთარი ვალუტა შექმნას

57752bf6ba824
BM.GE
30.06.16 18:25
1400
შოტლანდია შესაძლოა 2019 წლისთვის გაერთიანებულ სამეფოს გამოეყოს, - 23 ივნისის რეფერენდუმის შედეგების შემდგომ გააკეთა თავისი პროგნოზი J.P. Morgan Chase & Co-მ.
 
"ჩვენი საბაზო სცენარი ასეთია - შოტლანდია კენჭს იყრის დამოუკიდებლობისთვის და ამ ეტაპზე საკუთარ ვალუტას შექმნის“, - ამბობს ბანკის ეკონომისტი.

"ბრიტანულ რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებული გაურკვევლობა ასევე უბიძგებს საერთაშორისო კომპანიებს დიდი ბრიტანეთიდან სხვა ქვეყნებში პირველი ოპერაციები განახორციელონ“, - აღნიშნულია ბანკის ანგარიშში.

რეფერენდუმის შემდგომ, შოტლანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ ის ყველა ზომას მიმართავს, რათა უზრუნველყოს შოტლანდიის ევროკავშირის წევრად დარჩენის შესაძლებლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები