მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

JP Morgan წლის ბოლომდე ნავთობის ფასის 45 დოლარამდე შემცირებას ელოდება

57600aa186ba9
BM.GE
14.06.16 17:44
1216
ამერიკული საინვესტიციო ბანკის JP Morgan წლის ბოლომდე ნავთობის ფასის შემცირებას ელოდება. ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, წლის მესამე კვარტალში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 45,3 დოლარი გახდება, ხოლო WTI-ს კი 43 დოლარი.
 
ნავთობის ფასის მატებას ბანკის ანალიტიკოსები 2017 წლიდან ვარაუდობენ და მათი პროგნოზით ფასი 55 დოლარი მომავალი წლიდან გახდება. ყველაზე მაღალ პროგნოზს, - ბარელზე 60 დოლარს კი ანალიტიკოსები მომავალი წლის მეოთხე კვარტლისთვის აკეთებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები