აშშ-ის საბანკო გიგანტის JPMorgan Chase განცხადებით, 2025 წლამდე ენერგეტიკის სფეროში $200 მილიარდს ჩადებს.
JPMorgan Chase-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში უდიდესი საბანკო დაწესებულებაა და ერთ-ერთი უძველესი საფინანსო კომპანიაა მსოფლიოში. JPMorgan Chase-ი $2.6 ტრილიონის აქტივების მფლობელია. დაახლოებით ერთი წლის წინ ბანკმა განაცხადა, რომ ნახშირის მოპოვების მიმართულებით ახალ პროექტებში ინვესტიციების უარს ამბობდა. მიმდინარე კვირაში კი საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ბიზნესმა გარემოს დაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში წამყვანი როლი უნდა შეასრულოს. მანვე განაცხადა, რომ განახლებადი ენერგიის პროექტებში გიგანტური ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. JPMorgan Chase-ი აქცენტს გააკეთებს მზის ენერგიაზე.
JPMorgan Chase-ის] დაახლოებით 4500 ფილიალში განათების ახალ ტექნოლოგიებს დაამონტაჟებენ. დღეის მდგომარეობით, კორპორაციამ 2500 ფილიალში 1.4 მილიონი ნათურის მოდერნიზება უკვე განახორციელა და ამით ელექტროენერგიის მოხმარება 50%-ით შეამცირა.