ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის შედეგების მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბანკების რეიტინგში პირველი ადგილი ამერიკულმა ბანკმა JPMorgan დაიკავა. გამარჯვებულმა ბანკმა აღნიშნულ რეიტინგში Wells Fargo-ს გადაუსწრო, რომელიც აშშ-ს, კანადისა და პუერტო-რიკოს მომხმარებელს დივერსიფიცირებულ, საფინანსო და სადაზღვევო მომსახურებას სთავაზობს და საბაზრო კაპიტალიზაციით უდიდესია. საქმე ისაა, რომ Wells Fargo აქციები 6%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ბანკი ფიქტიური საკრედიტო ბარათების გამოშვებისთვის 185 მილიონი დოლარით დაჯარიმდა.
ამ ეტაპზე JPMorgan-ის კაპიტალი 240 მილიარდი დოლარია, ხოლო Wells Fargo-ს კაპიტალმა 237 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აღნიშნულ რეიტინგში JP Morgan-მა Wells Fargo-ს გადაუსწრო. ბოლოს მსგავსი შემთხვევა 2013 წლის 14 მარტს დაფიქსირდა.

























