ინოვაციისა და განვითარების 30 წელი, ეს ჯპს-ის ბრენდია... უმაღლესი ხარისხი, მომხმარებელზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა - ეს ის ღირებულებებია, რომლებზეც ჯპს უკვე 30 წელია დგას. მისი ისტორია იწყება 1995 წელს, როდესაც გაჩნდა მიზანი, საქართველოს ჯანდაცვის სფეროში დამკვიდრებულიყო ინოვაცია და ახალი სტანდარტი და ადამიანებისთვის აფთიაქი მხოლოდ მედიკამენტების მისაღები სივრცე კი არა, ჯანმრთელობისა და კარგად ყოფნის მხარდამჭერი ადგილი გამხდარიყო.
თუ თვალს გადავავლებთ განვლილ გზას, ნათლად გამოჩნდება, ჯპს არასდროს გაჩერებულა სტანდარტულ ჩარჩოებში, ყოველთვის სურდა ყოფილიყო აფთიაქი და მეტი, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობას შეცვლიდა და მათ ახალ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას აზიარებდა.
პირველი ნაბიჯიდან - ახალ კონცეფციამდე
ყველაფერი დაიწყო ერთი პატარა აფთიაქით. თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, მცირე ზომის ჯპს გამოჩნდა. განვითარების ამბიციამ, შეეცვალა ჯანდაცვის სურათი ქვეყანაში, არ დააყოვნა... ჯპს გახდა პირველი კომპანია, რომელმაც საზოგადოებას განსხვავებული ფორმატის სივრცე შესთავაზა. ეს იყო ადგილი, სადაც მედიკამენტებთან ერთად ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და სილამაზის პროდუქცია ერთ სივრცეში იყო წარმოდგენილი.
აქედან იწყება პარტნიორობა მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან „Pfizer“, „Novartis“, „Sanofi“ და სხვა. კომპანია იყო პირველი, ვინც ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პრაქტიკა დანერგა და ადამიანებს დასავლური წარმოების მაღალხარისხიანი ვაქცინები შესთავაზა. უმოკლეს დროში კი ჯპს ხდება ისეთი მსოფლიო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი, როგორიცაა LIERAC, NUXE, PHYTO, CHRISTIAN BRETON და სხვა მსოფლიო ბრენდები, რომელთა სიაც ყოველწლიურად იზრდებოდა.
კომპანიის განვითარების ჩქარმა ტემპმა საფუძველი ჩაუყარა ახალი კონცეფციის, ამერიკული „დროგერის“ ტიპის ფილიალებს, სადაც ჯანდაცვა, მოვლისა და ყოველდღიური მოხმარების ასეულობით პროდუქტები თანამედროვე, კომფორტულ გარემოშია წარმოდგენილი. დღეს ათეულობით ასეთი ფილიალი მომხმარებლებს, არა მხოლოდ სააფთიაქო პროდუქტებს, არამედ სხვადასხვა სერვისებსა და უფრო მეტს - შოპინგის სასიამოვნო გამოცდილებას სთავაზობს.
გარდა ფიზიკური აფთიაქების განვითარებისა, თანამედროვე ცხოვრების რიტმის ფეხდაფეხ, კომპანიამ საზოგადოებას მობილური აპლიკაცია და ვებგვერდი შესთავაზა. ეს არის ჯანმრთელობისა და სილამაზის ციფრული სივრცე, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მარტივად მოიძიონ სასურველი პროდუქტი, ისარგებლონ ექსკლუზიური შეთავაზებებით და შეკვეთა მიიღონ სახლიდან გაუსვლელად, მოკლე დროში. შესაძლებელია ონლაინ შეძენილი ამანათის აფთიაქიდან გატანის სერვისიც, რიგის გარეშე. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯპს-ის ონლაინ სამყარო ნიშნავს, არა მხოლოდ კომფორტულ შოპინგს, არამედ საიმედო, მხარდამჭერ პლატფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს „იკომერსის სანდოობის ნიშანი“. სწორედაც, შეფასების პროცესი ითვალისწინებდა ისეთი კრიტერიუმებს, როგორიცაა: მონაცემთა უსაფრთხოება, გამჭვირვალე ბიზნეს პრაქტიკა და მომხმარებელთა კმაყოფილებისადმი ურყევი ვალდებულება.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯპს იყო პირველი კომპანია, რომელმაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში დანერგა 24-საათიანი საინფორმაციო ცენტრი, მედიკამენტების ბინაზე მიწოდების სერვისი და ფარმაცევტული სკოლა - ადგილი, სადაც მომავალი პროფესიონალები ევროპული სტანდარტებით სწავლობენ, რათა თითოეულ მომხმარებელს ზრუნვით, სიზუსტითა და სრულყოფილი კონსულტაციით მოემსახურონ.
ლოიალობის კულტურა - ზღარბი ბარათი
ჯპს იყო პირველი კომპანია ფარმა ინდუსტრიაში, რომელმაც დაგროვებითი „ზღარბი ბარათი“ შესთავაზა მომხმარებლებს. ეს მოქნილი სისტემა უკვე მილიონზე მეტ ადამიანს აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით. დღესდღეობით კი დაგროვებული ქულები მხოლოდ პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას არ იძლევა - ისინი გზას ხსნის ცოდნასა და განვითარებისკენ - „ჯპს კლუბის“ მასტერკლასები, ვორქშოპები და ინოვაციური აქტივობები პირდაპირ მომხმარებელთა პიროვნულ განვითარებას ემსახურება.
და ბოლოს, ჯპს-ის ისტორია გვახსენებს, რომ განვითარება უსასრულო პროცესია. 30 წელი მხოლოდ საწყისია იმ დიდი გზისა, რომელსაც კომპანია მომხმარებლებთან ერთად განაგრძობს. ჯპს მომავალშიც დარჩება ის ადგილი, სადაც ჯანმრთელობაზე, სილამაზესა და სიცოცხლის ხარისხზე ზრუნვა ერთიანდება.



























