12 აპრილს ჯიპისიმ საზოგადოებისთვის ნუქსის განახლებული ხაზის - ნუქსურიანსის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების სტუმრებს, ბიუთი ბლოგერებს, ინფლუენსერებსა თუ ბრენდის ლოიალურ მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ამ ხაზის პროდუქტებს თავად გასცნობოდნენ და მათზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. გარდა ამისა ღონისძიებაზე ჯიპისიმ საზოგადოებას ნუქსის ახალი კამპანია - Slow Aging-იც გააცნო. რას გულისხმობს ეს კამპანია და რა ბენეფიტები გამოარჩევს ნუქსურიანსის განახლებულ ხაზს?