მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

JT-60SA: იაპონიაში მსოფლიოში უდიდესი ბირთვული სინთეზის რეაქტორი აშენდა

JT-60SA

იაპონიის იბარაკის პრეფექტურაში უმსხვილესი და ყველაზე მოწინავე ბირთვული სინთეზის რეაქტორი "JT-60SA" გააქტიურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Interesting Engineering ენერგეტიკის ევროკომისიის პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს ტექნოლოგიური ინოვაცია ევროკავშირსა და იაპონიას შორის ბირთვული სინთეზის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს და მისი მიზანია ბირთვული შერწყმის, როგორც მომავალი მდგრადი და სუფთა ენერგიის წყაროდ ჩამოყალიბება.

"ინაუგურაციის ცერემონიაზე, ევროკავშირმა და იაპონიამ ხაზგასმით აღნიშნეს მხარდაჭერა JT-60SA-ს ფუნქციონირებისა და ტექნიკური განახლებისთვის, რათა გააგრძელონ ინოვაციური კვლევის შედეგების წარმოება“, - ნათქვამია ენერგეტიკის ევროკომისიის პრესრელიზში.

აღსანიშნავია, რომ ტოკამაკის სინთეზის რეაქტორი JT-60SA მიეკუთვნება "ტოკამაკის ტიპის სინთეზის რეაქტორების" კატეგორიას. ეს ექსპერიმენტული რეაქტორი სპეციალურად არის შექმნილი პლაზმის ტემპერატურის წარმოუდგენელ 200 მილიონ გრადუს ცელსიუსამდე ასამაღლებლად უმოკლეს დროში - 100 წამის განმავლობაში. აღნიშნული ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად აღემატება წინა დიდი ტოკამაკების შესაძლებლობებს.

ეს ხანგრძლივი ოპერაციული ხანგრძლივობა ძალიან მოგებიანია მკვლევრებისთვის, ვინაიდან ის საშუალებას იძლევა მათ, პლაზმის სტაბილურობისა და მუშაობის გაუმჯობესების დახვეწილი კომპონენტები გამოიკვლიონ.

ინფორმაციისთვის: JT-60SA-ს შემუშავება და ფუნქციონირება არის თანამშრომლობის შედეგი, რომელშიც მონაწილეობს 500-ზე მეტი მეცნიერი და ინჟინერი, 70-ზე მეტი კომპანიის მონაწილეობით, როგორც ევროპიდან, ასევე იაპონიიდან.