მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

JTB Company - პანდემიის დროს საქართველოში შექმნილი ბიზნესი

6017fc4e35fd0
თათია კაკიაშვილი
02.02.21 00:12
1116

JTB Company იმ მცირერიცხოვან ბიზნესთა შორისაა, რომელიც პანდემიის პერიოდში შეიქმნა. კომპანია ქიმწმენდის და საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის საჭირო ქიმიურ საშუალებებს აწარმოებს.

JTB Company ამ ეტაპზე მომხმარებლებთან კომუნიკაციას ონლაინ რეჟიმში ახერხებს. ამასთან, თბილისის მასშტაბით კომპანია მომხმარებლებს პროდუქციას დისტრიბუციის გზით აწვდის.  JTB Company-ის მიერ წარმოებული ქიმწმენდისა და საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის საჭირო ხსნარების მიღება მომხმარებლებს ასევე რეგიონებიდანაც შეუძლიათ: ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

“სითხე არ შეიცავს არცერთ მომწამლავ ნივთიერებას. ადამიანისთვის არ არის მავნე და ჯანმრთელობას არ აზიანებს. მომხმარებელთან კომუნიკაცია ჩვენთვის გაამარტივა სოციალურმა ქსელმა Facebook-მა, ჩვენი სადისტრიბუციო სამსახური ამარაგებს მომხმარებლებს ნებისმიერ მისამართზე, რომელიც თბილისის დაფარვის ზონაშია. გვინდა, რომ გავიდეთ ქვეყნის გარეთ, გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე და გავაცნოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც იწარმოება ძალიან კარგი პროდუქტი. ჩვენი მიზანიც ის გახლავთ, რომ შევქმნათ და ვაწარმოოთ ხსნარი და სითხე, რომელიც ყველას მოეწონება და წმენდა-დასუფთავების პროცესითაც ძალიან ისიამოვნებენ”, - განუცხადა BMG-ის ჯაბა ბარბაქაძემ. 

კომპანიის სამომავლო გეგმებში შედის ისიც, რომ საქართველოში წარმოებული ქიმწმენდის საშუალება JT Universal-ი და საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის საჭირო სითხე “ხალასი” მომხმარებელმა მალე ქართულ მაღაზიებშიც იხილოს.