მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჟვანიას მოედანზე 2-ტონიანი მიწისზედა ურნის განთავსებას ვგეგმავთ” - მერია

6435887982f53
ანუკა ჯოხაძე
12.04.23 00:00
11000
დედაქალაქში საყოფაცხოვრებო ნარჩენის მოცულობა გაიზარდა, დღეში "თბილსერვის ჯგუფი" 1500 ტონა ნარჩენს აგროვებს. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქში არსებობს ამ მიმართულებით კრიტიკული არეალები, სადაც დღის განმავლობაში რამდენჯერმე ხდება ურნების დაცლა, მაგრამ ის საკმარისი არ არის.

თბილისის მერის მოადგილე ამბობს, რომ ძირითად გამზირებზე მიწისქვეშა ურნების დამონტაჟება გაგრძელდება, თუმცა იქ სადაც ამის შესაძლებლობა არ არის მოცულობით დიდი ურნები დაიდგმება.

მისი თქმით, ეს შესაძლებლობას გააჩენს, რომ პიკის საათებში "თბილსერვის ჯგუფის" ტექნიკამ ქალაქში არ იმოძრაოს და ურნებიც გადავსებული არ იყოს.

“ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ შეიძლება სხვა მოცულობითი დიდი მიწისზედა ურნები შემოვიტანოთ, იქ სადაც ვერ ხერხდება მიწისქვეშა ურნების დამონტაჟება. მაგალითად გაგარინის მოედანზე 2 ტონიანი მიწისზედა ურნის განთავსებას განვიხილავთ, რომლის დაცლაც ღამის საათებში მოხდება. დღეს პიკის საათში გაგარინის მოედანზე ნაგვის დასაცლელად მანქანა რომ არ შევიდეს 2 საათში გადაივსება ურნები, რითაც მოსახლეობა უკმაყოფილოა,”-ამბობს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები