ჟვანიას მოედნიდან ონიაშვილის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი გახდა - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"ზურაბ ჟვანიას მოედნის, ასევე, ყაზბეგისა და პეკინის გამზირების ახალიგეგმარებითი სქემის მიხედვით, ტრანსპორტის გადაადგილების სქემაში გარკვეული ცვლილებები შედის.
კერძოდ, 3 აპრილის 20:00 საათიდან ონიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები გადაადგილდებიან მხოლოდ ბუდაპეშტის ქუჩის მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.