“კ მოტორსმა” ბათუმში ახალი ფილიალი გახსნა. მომხმარებელს კომპანიის სერვისით სარგებლობა ხახულის 50 ნომერში შეეძლება. “კ მოტორსის”ინფრასტრუქტურა მრავალფეროვანია. ადგილზე კომპანიის თანამედროვე, მაღალი ხარისხის დანადგარებით აღჭურვილი სერვისცენტრია, სადაც კომპანია ავტოტექ მომსახურების სრულ ასორტიმენტს აერთიანებს. სერვისცენტრთან ერთად კი მომხმარებელს მაღაზიაც დახვდება. “კ მოტორსის” ობიექტში საერთაშორისო, წამყვანი ბრენდების პროდუქციაა წარმოდგენილი. ბათუმის ახალი ფილიალის ფარგლებში გაიზარდა "კ მოტორსის" გუნდიც. დღეს კომპანია 250-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის, 45 ადამიანისთვის კი დასაქმების შესაძლებლობა კომპანიამ ბათუმში შექმნა.