ბიზნესის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ლოგისტიკური პროცესების ეფექტურ მართვაზე. თანამედროვე გამოწვევები კომპლექსურ მიდგომებსა და ინოვაციური მეთოდების დანერგვას მოითხოვს.
ქართულ ბაზარზე ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა კომპანია K2.GE, რომელიც უკვე მერვე წელია ქმნის ახალ სტანდარტებს ინტრალოგისტიკის სფეროში და ბიზნესებს ოპერაციული ეფექტურობის გაზრდაში ეხმარება.
სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარება K2-ის მთავარი პრიორიტეტია. კომპანია საერთაშორისო გამოცდილებას ფლობს, რაც მას საშუალებას აძლევს მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქცია და სერვისები შესთავაზოს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ტოიოტასთან სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ხარისხის გარანტია როგორც პროდუქციის ისე, მომსახურების გაწევისას.
კომპლექსური მიდგომა და მომსახურების სრული სპექტრი
K2.ge სერვისების სრულ სპექტრს მოიცავს, იქნება ეს საწყობის კონცეპტუალური დაგეგმარება თუ ტექნიკური აღჭურვა. უფრო კონკრეტულად კი კომპანიის სპეციალისტები გთავაზობენ:
- დამტვირთველების მოკლევადიან და გრძელვადიან იჯარას კლიენტის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;
- უმაღლესი ხარისხის ორიგინალი სათადარიგო ნაწილების მიწოდებასა და მონტაჟს;
- თანამედროვე საწყობის ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის საპალეტე თაროების, სექციური კარებისა და დოკ ლეველერების პროექტირებას და მონტაჟს;
- უწყვეტ ტექნიკურ მხარდაჭერასა და პროფესიონალურ კონსულტაციას ნებისმიერ საკითხზე;
- სასაწყობე სივრცის ოპტიმიზაციასა და ეფექტურ დაგეგმარებას თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით;
- რეგულარულ სერვისს და პრევენციულ მომსახურებას ტექნიკის გამართული მუშაობისთვის.

მომსახურების ხელმისაწვდომობა მთელი საქართველოს მასშტაბით
K2-ის სერვისები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში 24/7 რეჟიმშია ხელმისაწვდომი. კომპანიის მობილური ჯგუფები ნებისმიერ ლოკაციაზე ოპერატიულად ცხადდებიან, რაც ტექნიკურ შეფერხებებით გამოწვეულ პრობლემებს მინიმუმამდე ამცირებს.
ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მოქმედი ბიზნესებისთვის, რომლებსაც სწრაფი და ეფექტური მომსახურება სჭირდებათ,თუმცა ადგილზე მსგავსი სერვისების ნაკლებობაა.
ინოვაციური ტექნოლოგიები და ციფრული ტრანსფორმაცია
თანამედროვე საწყობი კომპლექსურ სისტემაა, სადაც თითოეული პროცესი მაქსიმალურად ოპტიმიზირებული და ავტომატიზებულია. K2 ეხმარება ბიზნესებს სწორად შეარჩიონ და დანერგონ თანამედროვე სასაწყობე ტექნიკა და აღჭურვილობა, რათა ოპერაციების ეფექტურობა გააუმჯობესონ.
საბოლოოდ კი კომპანიის მომსახურება საშუალებას აძლევს ბიზნესებს დაზოგონ როგორც დრო, ისე ფინანსური რესურსები.
K2, როგორც ინტრალოგისტიკური მიმართულებით წამყვანი კომპანია, მზადაა გახდეს თქვენი საიმედო პარტნიორი ამ გზაზე. კომპანიის პროფესიონალთა გუნდი, მრავალწლიანი გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტები ბიზნესის უწყვეტი განვითარების საწინდარია.
დაინტერესებისა და დამატებითი ინფორმაციით მისაღებად დარეკეთ ნომერზე 551 07 22 22 ; ან ესტუმრეთ კომპანიის ვებგვერდს K2.ge

























