მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"K2 კოეფიციენტის მატებაზე გამონაკლისების დაშვება მერიისთვის ბეწვის ხიდზე გავლაა"

5c9e332e4d137
ანუკა ჯოხაძე
30.03.19 10:55
877

"ეს გამონაკლისი მერიისთვის იქნება ბეწვის ხიდზე გავლა", - ასე აფასებს მერიის ინიციატივას "სითი ინსტიტუტი – საქართველოს" გენერალური დირექტორი მამუკა სალუქვაძე, რომლის თანახმად თბილისში, K2 კოეფიციენტის მატება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ქალაქის მერიას ამ მიმართულებით სიფრთხილე მართებს.

როგორც სალუქვაძე ამბობს, თბილისის მერიამ უნდა იცოდეს კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება ამ მიდგომის გამოყენება.

"აქამდე არცერთ ასეთ გამონაკლისს არ გაუმართლებია. ვიცით ჩვენ სპეციალური ზონალური ნებართვები, იყო სხვდასხვა შეთანხმებები, რომლებსაც ყოველთვის იყენებენ, როგორც ჩვეულებრივ, ანუ ეს გამონაკლისი კი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი რამ. დიდი ალბათობით, შეიძლება მსგვასი რაღაცა მოხდეს იგივე ავარიულ მშენებლობებთან მიმართებაში. ყველა დეველოპერმა შესაძლოა მოიტანოს ცნობა მისთვის საინტერესო საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით, რომ ეს არის ავარიული და მოითხოვოს K2 კოეფიციეტის მატება და ეს იქნება ძალიან ბევრი, რამდენად აუვა მერია ამ საკითხების განხილვას, ძალიან რთული საკითხია. კონკრეტულ ობიექტებთან დაკავშირებით მერიამ უნდა იცოდეს, სად შეიძლება ამ მიდგომის გამოყენება", - აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მოქმედი ახალი რეგულაციის თანახმად, k2 კოეფიციენტის მატება მხოლოდ ავარიულ და დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები