თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით, გარკვეული ხელშეკრულება იყო გაფორმებული, თუმცა ძალაში არ შესულა, რადგან სისტემა, რომელსაც ხელშეკრულების პროექტი ითვალისწინებდა, მოძველებული იყო, აღარ შეესაბამებოდა ნარჩენების მართვის კოდექსს, ნარჩენების მართვის სამთავრობო სტრატეგიას და ასოცირების ხელშეკრულებას.
„დოკუმენტი ასევე, ეწინააღმდეგებოდა ნარჩენების ადგილზე სეპარირების იდეას, რომელზეც საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს. სწორედ სეპარირებისა და მწარმოებლის ვალდებულებების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა ხელშეკრულების პროექტი, რაც საქართველოს მთავრობის მიერ იქნა დაწუნებული და მერიას მიეცა რეკომენდაცია, რომ კომპანიასთან ერთად შეეცვალა ხელშეკრულების პირობები, თუმცა ამაზე მოლაპარაკება ვერ შედგა. მეტიც, მათ უარი განაცხადეს 25 წლის ვადით გადაცემული მიწის დაბრუნებაზე, რის შემდეგაც, სასამართლოს მივმართეთ, რათა საკუთრებაზე მუნიციპალიტეტის უფლება აღდგეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის პროექტის განხორციელება კომპანია “კა დე ვე ჯორჯიას” ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში უნდა დაეწყო.
“ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის პროექტს გარემოს დაცვის სამინისტრო აფერხებს”

























