მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაჭრეთის ამბასადორის ტერიტორიაზე Summer School-ის ტიპის საგანმანათლებლო ცენტრი შენდება

ცენტრი

„ამბასადორი ჯგუფი“ აგრძელებს ბიზნესის გაფართოებას და საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას გეგმავს, - ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ „ამბასადორი თრეველის“ დირექტორმა, სალომე თოთიბაძემ ისაუბრა.

„ეს იქნება Summer school - ის ტიპის საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, შემეცნებითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროგრამის სინთეზით ყოველწლიურად 100-მდე ბავშვს უმასპინძლებს. ბავშვებს ლექციებს უცხოეთიდან მოწვეული ლექტორები წაუკითხავენ“, - აღნიშნა სალომე თოთიბაძემ.

მისივე თქმით, ცენტრის მშენებლობა „ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თოთიბაძე მშენებლობის დასრულების სავარაუდო თარიღს და განხორციელებულ ინვესტიციას ამ ეტაპზე ვერ ასახელებს.

ცნობისთვის, ცენტრი 6000 მ2-ზე იქნება განთავსებული და ის გათვლილია როგორც ქართველ, ისე უცხოელ მოსწავლეებზე. ბავშვებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამა ითვალისწინებს პროფესიონალების მიერ შედგენილ სხვადასხვა სპორტულ ვარჯიშს (ჩოგბურთი, ფეხბურთი, კალათბუთი, ცურვა და ა.შ.), ჯანსაღ კვებას და შემეცნებით აქტივობებს.