მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კადრები, რომლებიც ვნახეთ, გვაშინებსო... 4 ჯავშანი გაგვიუქმდა“ – „გარდენია შევარდნაძე“

60e8962051cea
თამთა ჯიჯავაძე
09.07.21 22:23
1815
ახალგაზრდა ოჯახმა ავსტრიიდან, რომელმაც 11 მაისს ოთახი დაჯავშნა, მოკლე წერილი გამოგვიგზავნა, სამი ბოდიშით და ჯავშანი გააუქმეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "გარდენია შევარდნაძე" წერს. როგორც პოსტშია აღნიშნული, ავსტრიელი ტურისტების მიერ ჯავშნის გაუქმების მიზეზი რამდენიმე დღის წინ, თბილისში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტები გახდა.

"გაწბილებული ვარ. არც ბოლოთქმას გავუკეთებ, არც თავში ვიტყვი რამეს, უბრალოდ პატარა ამბავს დავწერ. პლეხანოვზე, ძველ თბილისურ ეზოში, ერთი თხუთმეტკვადრატულმეტრიანი ოთახი მაქვს, ლამაზად მოწყობილი, ტურისტებზე ვაქირავებ.

გაგანია პანდემიისას, ადამიანი რომ არ ჭაჭანებდა, მაშინაც კი გაქირავებული იყო. ბევრი მადლიერი და მადლობელი სტუმარი მყოლია ამ წლების მანძილზე. წლევანდელი ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ახალ წლამდე დაჯავშნილია სულ. გუშინ და გუშინწინ ოთხი ჯავშანი გაუქმდა.

ახალგაზრდა ოჯახმა ავსტრიიდან, ზალცბურგიდან, რომელმაც 11 მაისს დაგვიკვეთა ოთახი, მოკლე წერილი გამოგვიგზავნა, სამი ბოდიშით.

დიასახლისს, რომელთანაც ჰქონდათ ურთიერთობა, წერენ: "ქეთევან, საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსვლას, დიდი ხანია ვგეგმავდით, ძალიან გვიხაროდა და ვემზადებოდით. კადრები, რომელიც ვნახეთ გვაშინებს და ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ თავი შევიკავოთ. ბოდიში, ბოდიში, ბოდიში."

დანარჩენმა სამმა სტუმარმა ბოდიშიც არ მოიხადა, უბრალოდ გააუქმა ჯავშანი", - წერს "გარდენია შევარდნაძე".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები