მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კადრების დეფიციტი და ინფლაცია - რა გამოწვევების წინაშეა სტუმარ-მასპინძლობის სექტორი

BM.GE
11.07.22 13:09
363
"სარესტორნე ბიზნესში კადრების 700%-იანი დეფიციტია, დღეს დირექტორს უფრო მარტივად იპოვნი ვიდრე მიმტანს, მომსახურე პერსონალის პოვნა ფანტასტიკის სფერო გახდა - ეს არის იმ კომენტარების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც ბოლო პერიოდში ტურიზმის ინდუსტრია აქტიურად აკეთებს. სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2 წლიანი პანდემიის გამო კადრების დიდი ნაწილი სხვა სფეროში გადანაწილდა რამაც ბაზარზე დეფიციტი გააჩინა, შედეგად ბევრი მომსახურე ობიექტი კადრების არარსებობის გამო საერთოდ ვერ იხსნება, გახსნილ ობიექტებში კი მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა. 

მეორე და უმთავრესი გამოწვევა ინფლაციაა, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ საკვების ფასებშია გამოხატული. რესტორატორთა ასოციაციაში იმასაც კი ამბობენ, რომ არსებული მძიმე მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი სახელმწიფოს ჩართულობა და ფასების დარეგულირებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. 

როგორ ხვდება სექტორი ზაფხულის ტურისტულ სეზონს და სად არის გამოსავალი?

სტუმრები: გიორგი მურჯიკნელი - რესტორატორი;
თამარა ბაღდავაძე - "კოსტე გრუპის" დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები